განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომნი მხოლოდ ერთი ნიშნით გავერთიანდით - გიგი უგულავა

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 17:41

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, დედაქალაქის მთავრობის და საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთნ ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიგი უგულავამ მემორიალი გვირგვინით შეამკო და 24 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნისადმი გადახდილ პანაშვიდს დაესწრო.

"დღეს აქ იმყოფება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი ადამიანები, გაერთიანებული მხოლოდ ერთადერთი ნიშნით, ეს არის საქართველის სიყვარული და თავისუფლების იდეის ერთგულება. სწორედ ეს არის მტკიცე გარანტი, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას. ამიტომ ის დაღვრილი სისხლი, არასოდეს არ იქნება უბრალოდ დაღვრილი სისხლი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევაში ქვეითთა სპეციალურ ნაწილებთან ერთად მძიმე ტექნიკაც მონაწილეობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46