სამწუხაროდ, არც ერთი დიდი გამარჯვება უსისხლოდ არ მოდის ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 17:14

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სრულიად საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე ამ დღეს სოხუმსა და ცხინვალშიც იზეიმებენ.

მჟავანაძის განცხადებით, ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდის ელფერიც დაჰკრავს, თუმცა ფაქტია, დაღუპულთა სისხლმა საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა, გარდაცვლილი გოგო-ბიჭების სიკვდილით 9 აპრილი ერის კონსოლიდაციის ერთიანობის და დამოუკიდებლობის დღედ იქცა.

„სამწუხაროდ, არც ერთი დიდი გამარჯვება უსისხლოდ არ მოდის, ამიტომაც სიმბოლურია, რომ სწორედ 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა, რითაც უკვდავყოფილი იქნა დაღუპულთა სახელები“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძე მ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45