საქართველოს მთავრობა 9 აპრილთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 14:28

საქართველოს მთავრობა 9 აპრილთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს. რომელსაც "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "24 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპილის ტრაგედიიდან. 24 წლის წინ, აპრილის დღეებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის პროსპექტი ხალხით გადაიჭედა. ეს იყო მშვიდობიანი, მაგრამ თავგანიწული ბრძოლა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ყველა თაობა გააერთიანა. ჩვენი ხალხი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, შიშველი ხელებითა და სიმღერით დაუხვდა კბილებამდე შეიარაღებულ მომხვდურს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაყებული საპროტესტო აქია უსასტიკესი დარბევითა და აუნაზღუაურებელი მსხვერპლით დასრულდა. ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანიწირვის სიმბოლოდ იქცა. ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეალებისათვის უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის სახელმიფოებრივი განვითარების საქმეში - ზუსად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით, რომლებმაც მათ შესიწირეს თავი", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45