საპატრიარქო თურქულ მხარეს იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდებს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 15:50

საქართველოს საპატრიარქო თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ელევენთ მურათ ბურჰანს მიმართავს და თურქულ მხარეს იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იშხნის სამონასტრო კომპლექსის გაწმენდით სამუშაოებში ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები არ არიან ჩართულნი, რაც მხარეთა სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე მიუღებელია.

"მოგესალმებით პატივისცემით და გაცნობებთ, რომ ა.წ. 7-8 აპრილს მე, მცირე დელეგაციასთან ერთად ვიმოგზაურე თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მოვინახულე ქართული ტაძრები და მონასტრები. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა იშხანის მონასტერი, სადაც დაწყებულია ტაძრის გაწმენდითი სამუშაოები, გამოტანილია დიდი რაოდენობით მიწა და ქვები, რომლებიც გარეთ უწესრიგოდ არის მიმოფანტული. სამუშაოებს, სამწუხაროდ, არ ესწრებიან ქართველი არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები, რაც ჩვენი სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე სრულიად მიუღებელია და ასევე გაუგებარი, რამ დააჩქარა სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება საბოლოო შეთანხმების მიღებამდე.

ვიმედოვნებთ, გულისხმიერად მოეკიდებით აღნიშნულს და მიიღებთ ზომებს, რათა დროებით შეჩერდეს სამუშაოები და უზრუნველყოფილ იქნას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა შემდგომ საქმიანობაში" - აღნიშნულია წერილში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61