გიგა ბოკერია თეა წულუკიანის განცხადებას მსხვილი კალიბრის პოლიტიკურ ბოდვას უწოდებს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 16:11

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე „უპასუხისმგებლოს“ და „პოლიტიკურ ბოდვას“ უწოდებს.

„ამჯერად მოვისმინეთ მსხვილი კალიბრის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ჩვენი ქვეყნის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების საპირისპირო განცხადებები. ერთადერთი შეფასება, რაც მე მომდის თავში პირადად ამ მინისტრის გამონათქვამების შემხედვარე, ეს არის პოლიტიკური ბოდვა. სხვა შეფასება სამწუხაროდ არ არსებობს. იგივე შეფასება ვრცელდება ბარათებთან დაკავშირებით, ეს სამოქალაქო სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო განცხადება იყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51