ტყუილის დროს ცხვირი ფორმას იცვლის

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 15:49

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მატყუარა ადამიანი შეიძლება საკუთარმა ცხვირმა გამოააშკარაოს. როდესაც ადამიანი ცრუობს, ის თავისდაუნებურად იწყებს ცხვირის წვერის მოძრაობას.

იმ ადამიანს, რომელიც მოსაუბრისგან სიცრუეს გრძნობს, აუცილებლად უფართოვდება ცხვირის ნესტოები, თითქოს იძახის “სუნი მცემს, აქ რაღაც სუფთად არ არისო…”.

საერთოდ, ცხვირი ძალიან მგრძნობიარე ორგანოა. როდესაც საქმე ტყუილს ეხება, ის გეფხანება და ამავდროულად დიდდება (პინოქიოს ეფექტი). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გააზრებული ტყუილი იწვევს სისხლის წნევის მატებას და ასტიმულირებს “კატეხოლამინის” გამომუშავებას, რომელიც გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვანზე.

სისხლის წნევის მომატება, ცხვირის ნერვულ დაბოლოებებზე ახდენს ზეგავლენას და გაწყებინებს ქავილს. ჟესტები ასე თუ ისე, მაინც დაკავშირებულია “სრესვასთან”, მაგალითად თუ ადამიანი თვალებს ისრისავს, ხელით ეხება ცხვირს ან კისერს იფხანს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ადამიანი გულახდილი არ არის.

როდესაც მოსაუბრე ხელებს იწყობს ჯიბეებში და მალავს ხელისგულებს, – ეს ჟესტიც სიცრუეზე ან არაგულახდილობაზე მიგვანიშნებს. ის რაღაცას მალავს ან ბოლომდე არ ამბობს. გაიხსენეთ ბავშვები, რომლებიც თუ რამეს აშავებენ, ჯიბეებში ან ზურგსუკან მალავენ ხელებს.

დამალული ხელისგულები შეგვიძლია შევადაროთ დახურულ პირს. გამოცდილი გამყიდვლები ყოველთვის უყურებენ მყიდველის ხელისგულებს, როდესაც ისინი უარს ამბობენ რაღაცის შეძენაზე. მათ იციან, რომ თუ ადამიანს ნამდვილად სურს, ან არ სურს რამე, ამას ის გაშლილი ხელისგულებით იტყვის.

თუ ადამიანი ხელს პირზე აიფარებს, ესე იგი ცდილობს თავის შეკავებას, რომ შემთხვევით რამე ზედმეტი არ წამოცდეს. იმის შიშით, რომ არ თქვას ის, რისი თქმაც საჭირო არ არის, ადამიანი გაუაზრებლად ძაბავს ტუჩებს და იწყებს მის კბენას (კვნეტას). დააკვირდით თქვენს მოსაუბრეს, თუ მისი ქვედა ტუჩი პირისკენ არის შეწეული, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის არ არის დარწმუნებული თავისი სიტყვების სიმართლეში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59