როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 15:30

თუკი ვინმეს მოხიბვლას გადაწყვეტთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ და პატივი სცეთ, თავი მაღლა აწიოთ და არაფერს არ შეუშინდეთ. გააცნობიერეთ ის, რომ თქვენი მთავარი იარაღი არა გარეგნობა, არამედ გონებაა.

შეხვედრის დროს ეცადეთ გულის აჩქარებისა და დაბნეულობის მიუხედავათ, დამაჯერებლად და დაძაბულობის გარეშე მიესალმოთ. თქვენი გამოხედვა კი დამაჯერებლობისა ცოტა მორცხვობის ნაზავად, ღიმილი კი სიკეთით აღსავსე აქციეთ.

მასთან საუბრისას ეცადეთ ბუნებრივი და უშუალო იყოთ, რადგან ყველა მამაკაცს მოსწონს ისეთი ქალები, რომლებიც არ თამაშობენ. ასევე მისი ინტერესის სფერო გახდებით, თუკი გექნებათ ცხოვრებაში თქვენი მიზანი და დაინახავს, რომ ამ მიზნისთვის იბრძვით და უსაქმნურობა არ არის თქვენი სტილი. სერიოზულობასთან ერთად კი ეცადეთ იუმორის გრძნობაც არ დაკარგოთ.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ რაღაც საკითხებზე ერთ აზრზე იდგეთ, საერთო ინტერესები და შეხედულებები გქონდეთ, ზოგჯერ დაეთანხმეთ, მაგრამ თქვენი აზრი ბოლომდე დაიცავით. ასე მას უფრო დააინტერესებთ.

და კიდევ ერთი, ეცადეთ შეაქოთ, მაგრამ იშვიათად, რადგან ამ შექებას უფრო მეტი ფასი ჰქონდეს. ეცადეთ ყველაფერში ოქროს შუალედი იპოვოთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ იდეალურ ქალს ჩვენ თავად ვქმნით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5