ეს იყო კიდევ ერთი ნიმუში ქართველი ხალხის ბრძოლისა - ნინო ბურჯანაძე

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 15:42

9 აპრილს, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ, გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას.

„ეს იყო კიდევ ერთი ნიმუში ქართველი ხალხის ბრძოლის, საკუთარი ღირსების, საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. კიდევ ერთი ნიმუში იმისა, როგორ არ შეუშინდა ქართველი ხალხი აღმატებულ ძალას და როგორ არ იხევდა უკან თუნდაც მაშინ, როდესაც მას სამკვდრო სასიცოცხლო საფრთხე ემუქრებოდა",  - განაცხადა ბურჯანაძემ.

თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა, გმირთა მემორიალია აღმართული.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გმირების პატივსაცემად, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5