ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 15:24

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს. მერაბიშვილის თქმით, მიუხედავად მოახლოებული შუალედური არჩევნებისა, მათი აქტივისტების დაკითხვის მიზნით მასობრივი დაბარება არ წყდება. ამის შესახებ ვანო  მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე ყველა აქტივისტს მადლობას გადავუხდი და ვიტყვი, რომ არაფერში არ არიან დამნაშავეები და მზად ვარ ყველა იმ 2000 ადამიანის მაგივრად მე გავცე პასუხი ხელისუფლებას, რადგან ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" შექმნილი ვითარების შესახებ საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას ინფორმაციას მიაწვდის, თავად აქტივისტებს კი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, პირადად მისი სამადლობელი წერილი გაეგზავნება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53