მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 15:13

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს თურქ კოლეგას, აბდულა გიულს ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში პირისპირ, დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

მხარეთა შორის საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას.

ორი ქვეყნის ლიდერებმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებს, საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო.

შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში სამუშაო სადილიც გაიმართა, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლები გაფართოებული შემადგენლობებით დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43