9 აპრილმა მსოფლიოს დაანახა ქართველი ერის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ჟინი - თორნიკე შურღულაია

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 15:08

ქართული ისტორიული მეხსიერებისთვის და ქართველი ერისთვის მეტად მნიშვნელოვანი თარიღია 1989 წლის 9 აპრილი, - ასე შეაფასა ისტორიის დოქტორმა თორნიკე შურღულაიამ 24 წლის წინ მომხდარი მოვლენა.

 

 

მისი თქმით, 9 აპრილის მოვლენებით ქართველმა ხალხმა მსოფლიოს დაანახა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ჟინი.

„ეს დღე თითოეული ქართველის სულს ტკივილითა და სიამაყით აღავსებს. აღნიშნულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა მსოფლიოს დაანახა ქართველი ერის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ჟინი.  ხელისუფალთ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ერისათვის თავგანწირული გმირებისა და ქვეყნის წინაშე, ამიტომაც მათ ეროვნული გადმოსახედიდან უნდა გადადგან ყველა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი“, - განაცხადა შურღულაიამ.

შურღულაიამ  9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61