მიხეილ სააკაშვილს სტამბულის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 14:47

საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთქიშვილმა განაცხადა. თაქთაქიშვილის თქმით, საკაშვილს სტამბულის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მიუხედავად მიღებული დაზიანებებისა, პრეზიდენტი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრების გაგრძელებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს დაშავდა. პრეზიდენტს სტამბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი სამშაბათს გაიმართება. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი თურქეთს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45