ნანგრევებში მოყოლილი სამი მაღაროელი გადარჩა

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 14:24

ჩინეთში, იუნდას მაღაროში მოყოლილი სამი მაღაროელი სიკვდილს გადაურჩა, 3 კი დაიღუპა, 3 კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ინციდენტი იუნდას ქვანახშირის მაღაროში პარასკევს მოხდა.

შედეგად კი მაღაროელები სამი დღის განმავლობაში ნანგრევებში იყვნენ მოყოლილნი. 

პოლიციის ინფორმაციით, მაღაროს ჩამონგრევა წყალდიდობამ გამოიწვია. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ დარჩენილ სამ მაღაროელს არ იპოვიან.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენისას პოლიციამ რვა პირი დააკავა. გამოძიება გრძელდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59