წინა მთავრობა ამ მხრივ მიქარავდა, ესენი საერთოდ გაგიჟდნენ - თამარ ჩერგოლეიშვილი

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 13:06

ესენი საერთოდ გაგიჟდნენ - მგონი მართლა უფასო ჰგონიათ, რასაც აკეთებენ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი facebook- ის საკუთარ გვერდზე განათლების სამინისტროს ახალ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც 2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ.

"უპასუხისმგებლობა! გაიგეთ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ ადამიანზე სულ რაღაც 6000 დოლარია - საქართველო ღარიბი ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უკიდურესად უჭრთ.

იმისთვის, რომ უკიდურესად გაჭირვებულებს ყოფა შევუმსუბუქოთ, გადასახადის გადამხდელის ფული, სადაც შესაძლებელია, ტარგეტირებულად მათ უნდა მოვახმაროთ და არა ყველას! არ არის საქართველოში იმდენი ფული, რომ განურჩევლად ყველას წიგნები ვუყიდოთ!

წინა მთავრობა ამ მხრივ მიქარავდა, აცხადებდა რა პენსიის საყოველთაო მატებას 10 ლარით ან ურიგებდა რა კომპუტერებს ყველა პირველკლასელს. მაგრამ, ესენი საერთოდ გაგიჟდნენ - მგონი მართლა უფასო ჰგონიათ, რასაც აკეთებენ" - წერს ჩერგოლეიშვილი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ საზოგადოებას სამინისტროს ახალი პოლიტიკა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 2013-2014 სასწავლო წლიდან სახელმძღვანელოები, რომელთა შეძენაც მოქალაქეებს თავად უწევდათ, უფასოდ გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59