9 აპრილი ქართველი ერის ერთსულოვნების დღეა - ირაკლი ალასანია

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 12:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას. „9 აპრილი ჩემთვის არა მხოლოდ ის დღეა, როდესაც პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას გაწირეს თავი. ჩემთვის ეს დღე არის ქართველი ერის ძალიან დიდი ერთსულოვნების დღე, რომელიც მენატრება. ძალიან ვისურვებდი, რომ ტრაგედიის გარეშე ჩვენი ერი ასეთი ერთუსლოვანი იყოს, როგორიც იყო 9 აპრილს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ.

24 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59