ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 12:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა მემორიალზე პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია საბჭოთა არმიამ  სასტიკად დაარბია.  სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები (მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი.

თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა, გმირთა მემორიალი აღიმართა.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გმირების პატივსაცემად, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43