განათლების სამინისტრო გამომცემლობებს დანაკლისს აუნაზღაურებს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 11:40

განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  განათლების სამინისტრო გამომცემლობებს მილიონ ლარამდე დანაკლისს აუნაზღაურებს. საგამომცემლო სახლების ხელმძღვანელები კი აღნიშნულ პროექტზე სასაუბროდ ბიზნეს ომბუდსმენთან აპირებენ შეხვედრას.

ისინი ინტელექტუალური და საგამომცემლო საკუთრების უფლების დარღვევაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ გიორგი მარგველაშვილის პროექტი სასამართლო დავის საგანი გახდეს.

ცნობისთვის, პროექტზე, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლების მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ განათლების მინისტრმა გუშინ ისაუბრა. პროექტის მიხედვით, 650 000 მოსწავლის სახელმძღვანელოებისთვის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59