ვლადიმერ პუტინი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის საქმეს გამოიძიებს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 10:06

მე შევპირდი ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მივუბრუნდები ამ საქმეს. როცა ორმხრივი ცეცხლია, იქ რთული გასარკვევია, როგორ გარდაიცვალა ადამიანი. ის ხომ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში იმყოფებოდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან პირობა დადო, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტს გამოიძიებს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან დაღუპულის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. ჰოლანდიური მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.

სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ევროპის სასამართლოშიც არის შეტანილი.

ჰოლანდიელი ჟურნალისტი საქართველოში აგვისტოს მოვლენებს აშუქებდა, როცა ის სასიკვდილოდ დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61