9 აპრილის მემორიალთან ამ დღეს დაღუპული გმირები გაიხსენეს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 09:11

პარლამენტის ყოფილ შენობასთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივს მიაგეს,  გვიან ღამით გმირთა მემორიალთან ყვავილები მიიტანეს და სანთლებით სიმბოლურად 9 აპრილი გამოსახეს. მემორიალთან მივიდნენ ის ადამიანები, რომლებიც 1989 წლის დემონსტრაციაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. პარლამენტის წინ მივიდნენ დაღუპულთა ახლობლები.

რამდენიმე საათის წინ მემორიალთან პაატა ბურჭულაძე მივიდა. დაღუპულებს პატივი მიაგეს სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა. პარლამენტთან მივიდნენ "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" წარმომადგენლები, ასევე "დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები". მემორიალთან იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებიც.

სოზარ სუბარმა და თინა ხიდაშელმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან თბილისის მერი, გიგი უგულავა მივიდა, დაღუპულები გაიხსენა და მემორიალი გვირგვინით შეამკო. პარლამენტის წინ კოკი იონათამიშვილი და გიორგი ვაშაძეც იმყოფებოდნენ.

შეკრება შუაღამიდან დაიწყო. "ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა" კოალიციის ოფისიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობით მივიდა. მათ 9 აპრილის მემორიალთან გვირგვინი მიიტანეს. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები "რესპუბლიკური პარტიიდან". ახალგაზრდებმა ქაღალდის ბუშტები ჰაერში გაუშვეს და ამით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59