თავდაცვის მინისტრმა და დეიმონ ვილსონმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 17:12

საქართველოში ვიზიტით მყოფი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.

დეიმონ ვილსონის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის მიზანი ქართულ მხარესა და ატლანტიკურ საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. მხარეებს შორის საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს, ავღანეთის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდს.

„ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენს ოპერაციაზე ავღანეთში, პოსტ-ISAF-ის ოპერაციის დაგეგმვაზე, ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს მომავალ ხედვაზე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, რათა შემდეგ სამიტზე სერიოზული შედეგი იყოს მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელს გავაცანით გეგმები, თუ როგორი რეფორმების გზას დაადგა თავდაცვის სამინისტრო“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეაფასა.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და საქართველო-ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის საერთაშორისო მისიაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი მინისტრს და ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე“, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59