გიორგი თევზაძე საფინანსო სექტორში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 00:06

უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერმა გიორგი თევზაძემ საფინანსო სექტორში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

გიორგი თევზაძის განცხადებით, საქართველოს საფინანსო ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობა, რბილად რომ ითქვას, არადამაკმაყოფილებელია. საფინანსო დაწესებულებები ჯეროვნად ვერ ასრულებენ მათ ძირითად დანიშნულებას - შექმნან ჯანსაღი და კონკურენტული საკრედიტო გარემო, მონაწილეთა დაბალანსებული ინტერესებით.

„ბუნებრივია, მოგებაზე ორიენტირებული კომერციული დაწესებულებები ყოველთვის ეცდებიან სუბიექტურად მოტივირებული კომერციული მოქმედებების მეშვეობით მეტი სარგებელი მიიღონ. საქართველოს ეროვნულ ბანკს ევალება სწორედ ამ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხროციელება და კომერციული ბანკების სუბიექტური მიდგომებისა და თვითნებობის აღკვეთა. ამდენად, ეროვნული ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების დაცვა კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ფინანსური დაწესებულებების თვითნებობისგან. თუმცა რეალობა ამ შეფასების საშუალებას არ იძლევა, უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის სისტემაში მოქმედი მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამყოფილება უმეტესწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს.

როგორც კვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, მთელ რიგ შემთხვევებში კომერციული ბანკები მაღალი ალბათობით ხელოვნურად ზრდიან ამ ბანკებთან სამართლებრივად დაკავშირებული პირთა საკრედიტო დავალიანებებს, რის შედეგად მოთხოვნილი თანხა რამდენჯერმე აღემატება საწყის სასესხო მოთხოვნას. მართალია, სამოქალაქო კოდექსი კომერციულ ბანკს აძლებს საშუალებას მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს დააყენოს მოთხოვნა, თუმცა მხედველობაშია ის გარემოება, რომ ფინანსური სფერო განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა, რის გამოც მიზანშეუწონელია კრედიტორული მოთხოვნის გაზრდა მოხდეს ამ ზემომითითებული მეთოდის გამოყენებით. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე რჩება საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ეს ტაქტიკა კომერციული ბანკების პრაქტიკაში მყარად არის დამკვიდრებული. გარდა ამ მიზანშეუწონელი მიდგომებისა,. კოალიციის საქმიანობისას იყო შემთხვევა, როდესაც კომერციული ბანკის, კერძოდ ს.ს. ”სქართველოს ბანკის” მხრიდან დაფიქსირდა კანონშეუსაბამო მოქმედება, კერძოდ მიუხედავად არაღიარებული მოთხოვნის ხანდაზმულობისა, ს.ს. ”საქართველოს ბანკმა” მოახდინა პირის კუთვნილი თანხის კანონსაწინააღმდეგოდ და მდგომარეობის გამოყენებით ანგარიშიდან თვითნებურად ჩამოჭრა და მიღება, დავისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გარეშე. ბანკის მოქმედების კანონსაწინაარმდეგო ხასიათზე კოალიციის ვარაუდი გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ ამ კომერციულმა ბანკმა რეაგირების გარეშე დატოვა კოალიციის წერილი. სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ასევე ის გარემოებაც, რომ კომერციული ბანკის ეს კანონშეუსაბამო მოქმედება ასევე რეაგირების გარეშე დატოვა ეროვნულმა ბანკმა და მის სისტემაში მოქმედმა მომხმარებელთა დაცვის განყოფილებამ. თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა იმ უმოქმედობისა ფონზე, რომლითაც ამ განყოფილების საქმიანობა გამოირჩევა.

აღნიშნულის გარდა, კომერციული ბანკების და საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წინასწარი კვლევებით იკვეთება სხვა პრობლემების წრე. ყველა პრობლემატურ საკითხზე კოალიციის მხრიდან განხორციელდება კანონშესაბამისი რეაგირება. ამ რეაგირების ფარგლებში მოხდება შესაბამისი წერილით მიმართვა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი თევზაძის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკი არ იყოს მხოლოდ ფულად-სკრედიტო პოლიტიკის გამტარებელი უწყება და უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო დაწესებულებები რეალურად ჩადგნენ მოქლაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვის სამსახურში.

.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59