ჯაბა სამუშია წმ. ნიკოლოზის ქუჩაზე ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 17:58

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია წმ. ნიკოლოზის ქუჩაზე ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.  საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის განცხადებით, ამ სახლებში მცხოვრები ოჯახები წლებია საფრთხის წინაშე დგანან. პრობლემის მოსაგვარებალდ კი აუცილებელია მოხდეს კომპლექსური მიდგომა, არა მხოლოდ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელ ქალაქში.

"შენობა კატასტროფულ მდგომარეობაშია, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა აქ მაცხოვრებელთა ქირით გაყვანა. დაპირებული ფართები, რომლებიც მათთვის უნდა გადაეცა მერიას და შესაბამის შუამავალ კომპანიებს სამწუხაროდ დღემდე დაპირებად რჩება.

არ შეიძლება 21-ე საუკუნეში თბილისში იყოს უბნები, სადაც სახლების 40 - 50% ავარიულია. ეს არის შედეგი სწორედ იმ არაგეგმაზომიერი პოლიტიკისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წლების მანძილზე აწარმოებდა. ფული იხარჯებოდა ფასადებზე და არა ადამიანების კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. Eეს პოლიტიკა უნდა შევცვალოთ და დავიწყოთ მთლიანი კომპლექსური გეგმის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის“,– განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დღესვე წმ. ნიკოლოზის ქუჩაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, გამგეობა მზადაა მოსახლეობა ქირით გაიყვანოს.

"ავარიული სახლები ჩუღურეთის ზოგადი პრობლემაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ქირით გავიყვანოთ მოსახლეობა და პირველ რიგში მოვხსნათ საფრთხის საშიშროება.

ამავე დროს აქ მკვიდრთ მივაწოდე ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ავარიული სახლის თანადაფინანსებით გამაგრება. ამ პროცესში გამგეობა შემოდის 75 პროცენტით, ხოლო მოსახლეობა იხდის 25 პროცენტს.

რაც შეეხება ქირის ოდენობას, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი მრავალსულიანია, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული შემთხვევა გავიტანოთ ქალაქის მთავრობის სხდომაზე და საკითხის გადახედვის შემდგომ გავზარდოთ თანხა ან გადავუხადოთ ორი ბინის ფული“,– განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით დაღელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59