უცხოელი ატაშეები თავდაცვის სამინისტროს სტუმრობდნენ

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 16:20

თავდაცვის სამინისტროს დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ეწვივნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძემ უცხოელ სტუმრებს 2013 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა  და ინფორმაცია 2014-2015 წლების საბიუჯეტო დაგეგმარებაზეც მიაწოდა.

ზაზა ბროლაძის თქმით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზების სურვილი ატაშეებმა გამოთქვეს. თავდაცვის სამინისტროსთვის, კი მათი რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვანია.

„უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებისა და სახელმწიფო ფინანსების სისტემები გავაცანით. მიმდინარე და სამომავლო ხარჯებზე ვესაუბრეთ. თავდაცვის სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ რესპოდენტს, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩააბაროს ანგარიში, სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებულ რეფორმაზე“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

თავდაცვის ატაშეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე რამდენიმე არაფორმალური ვიზიტი შედგა. დღევანდელი პრეზენტაცია განსაკუთრებით საინტერესო და ჩემი აზრით, აუცილებელიც იყო. ბიუჯეტი სწორად დაგეგმილი და გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა მოხდეს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო. „თავადაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტისა და ახლა უკვე ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების გაცნობის შემდეგ, სამინისტროს მუშაობაზე, მართლაც მეტი წარმოდგენა შეგვექმნა“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ანდრე ევრარმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44