არასამთავრობოები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დავითოღლუს განცხადებასთან დაკავშირებით ახნა-განმარტებებს ითხოვენ

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 20:41

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი, კოალიცია ,,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის’’ ლიდერი მიხეილ ანდღულაძე, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვაციის’’ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის’’ თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, ,,ახალი ტექნოლოგიები და გარემო’’ ხელმძღვანელი გოჩა გეგეჭკორი, და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი განცხადებასთან დაკავშირებით თურქეთის სალჩოსთან აქცია-პრესკონფერენცია გამართეს.

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომლითაც გამოჩნდა, რომ თურქეთი აჭარის ტერიტორიის მიერთებას გეგმავს.

,,აშკარაა რომ თურქეთს შორსმიმავალი გეგმები აქვს. თურქეთი ოსმალეთის იმპერიის შენებას იწყებს და სერიოზულად აპირებს აჭარის თურქეთისთვის მიერთებას ყოველგვარი ომისა და შეიარაღებული თავდასხმის გარეშე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუს განცხადება აშკარად შეუაცხმყოფელი და ორ ქვეყანას შორის განხეთქილების შემტანია. მოვითხოვთ ახსნა განმარტებებს თურქეთის ხელისუფლებისგან დავითოღლუს განცხადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ .

როგორც მჟავანაძე აცხადებს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, სადაც ახალი კავშირების დამყარებაზე საუბრობს სარაევოსა და დამასკოს, ბენღაზსა და ბათუმს შორის და ბათუმს ოსმალეთის იმპერიის ნაწილად მიიჩნევს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51