ბერეზოვსკის ანდერძში ვლადიმერ პუტინის დანაშაულის მამხილებელ ფაქტებზეა საუბარი

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 20:00

რუსულ ინტერნეტსივრცეში  გავრცელდა  გარდაცვლილი  ბიზნესმენის  ბორის ბერეზოვსკის ანდერძი, სადაც ქონებასთან ერთად, ვლადიმერ პუტინზე ოლიგარქის ხელთ არსებული კომპრომატებია მითითებული.

ანდერძის ნამდვილობა და ორიგინალთან მისი თანხვედრა ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, რისი ბლოგერები ანდერძს უკვე აქტიურად განიხილავენ.

 ანდერძის მიხედვით, ოლიგარქმა თავისი ქონების ნახევარი პირად მფლობელობაში დაუტოვა ქალიშვილს, ხოლო საცხოვრებელი სახლი და მასთან არსებული სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნაგებობები, მიწის ნაკვეთები - დანარჩენ შვილებს.

 ბორის ბერეზოვსკი თავის იურისტს ლონდონში აკისრებს ვალდებულებას, მისი დაკრძალვიდან ერთი თვის თავზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გადასცეს დოკუმენტების პაკეტი, სადაც თავმოყრილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მაკომპრომატირებელი მასალები მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებასთან და ამ აფეთქებებთან კავშირში ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

 ასევე მისი კავშირის შესახებ ა. სობჩაკის, ვ. ილიუხინისა და სხვების მკვლელობებთან, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ გატარებულ პოლიტიკას.

 ოლიგარქის ანდერძის თანახმად, დოკუმენტები მასმედიას უნდა გადაეცეს შეუზღუდავად სარგებლობისთვის, ერთადერთი პირობით: რომ მათ შესახებ შეიტყობს რაც შეიძლება ბევრი მოქალაქე როგორც რუსეთში, ასევე მთელ მსოფლიოში.

 ანდერძში აღნიშნულია, რომ ბორის ბერეზოვსკი 2013 წლის იანვარში დაუკავშირდა ვლ. პუტინის პრესმდივანს ვლ. პესკოვს და და აუწყა იგი მის ხელთ არსებული მაკომპრომატირებელი დოკუმენტების არსებობის შესახებ და იმის თაობაზეც, რომ ფლობს ინფორმაციას ოფშორულ ზონებში პუტინის მიერ დაგროვილი თანხის შესახებ, რომელიც ჯამში 1,5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

"ეს ფულადი სახსრები მოპარეს უბრალო რუს ადამიანებს და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა შეიტყოს", - ნათქვამია ანდერძის ტექსტში, რომელიც, ბლოგერების განცხადებით, გარდაცვლილ ბიზნესმენს ეკუთვნის.

"პესკოვმა მე გადმომცა პუტინის წინადადება, რომ ჩავსულიყავი მოსკოვში და მასთან ერთად, არაფორმალურ გარემოში განგვეხილა ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტები, რასაც მე არ დავთანხმდი და ახლა ვვარაუდობ, რომ აქ, ლონდონში მითვალთვალებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.

 ამიტომაც მე, საღ აზრზე მყოფი, ვაცნობიერებ რა ყველა ჩემს ქმედებას, ვწერ ამ ანდერძს.

 მსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჯანმრთელობას არ ვუჩივი, არასდროს მქონია და არ მაქვს მიდრეკილება სუიციდისკენ და არ ვაპირებ თავს ვიდო ეს მძიმე ცოდვა.

 მე ცოდვები ისედაც მამძიმებს", - ნათქვამია გავრცელებულ ვერსიაში.

 ბორის ბერეზოვსკის ანდერძი სულ 10 მუხლისგან შედგება.

 ბორის ბერეზოვსკიმ ქონება შვილიშვილებსაც დაუტოვა, იურისტს კი დააკისრა ასევე ვალდებულება, რომ მისი ცხედარი დაიკრძალოს ეკატერინბურგში, ნიჟნეისეტსკის რაიონის სასაფლაოზე, მისივე მეუღლის საფლავის გვერდით.

გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ანდერძის შედგენას ესწრებოდა ბორის ბერეზოვსკის ნდობით აღჭურვილი პირი და ლონდონის ერთ-ერთი სანოტარო ბიუროს ხელმძღვანელი, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემები დაფარულია, მაგრამ მითითებულია, რომ ანდერძი შედგენილია ყველა იურიდიული ფორმალობის გათვალისწინებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59