ვლადიმერ პუტინმა მედიაში ცენზურა დააწესა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 19:42

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მასმედიაში უცენზურო სიტყვების გამოყენებისა და არაკორექტული გამონათქვამების შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად დაჯარიმდება, რაც უფრო მაღალია ადამიანის სტატუსი, იქნება ეს იურიდიული პირი, პოლიტიკოსი თუ სხვა მსგავსი მაღალი ჩინის მქონე ადამიანი, მათთვის ჯარიმა ყველაზე მაღალი იქნება. საშუალოდ ჯარიმა 70$ დან 6000$-მდე იქნება.

როგორც კანონის ავტორები აცხადებენ,  კანონის მიღების მიზეზი გახდა ის, რომ ტელევიზია და მედია უკონტროლო გახდა. ბავშვების დიდი რაოდენობა კი ტელევიზორს უფროსების გარეშე უყურებს. ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს კანონი სასაცილოდ მოეჩვენა თუმცა, პრეზიდენტის აზრით,  ეს ჯარიმები გაფილტრავს მედიას.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61