Wikileaks-მა აშშ-ს სადაზვერვო და დიპლომატიური სამსახურის 1,7 მილიონამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 19:25

 Wikileaks-მა  ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო და დიპლომატიური სამსახურის  1,7 მილიონამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა.  ეს დოკუმენტები არქივებში ინახებოდა და ვებგამოცემის დამფუძნებელმა  ჟულიან ასანჟიმ თვითონ მოახერხა მათი ხელში ჩაგდება და საჯაროდ გამოტანა.

 მისი განცხადებით,  „აშშ-ს დიპლომატთა საჯარო ბიბლიოთეკა“ ეხმარება საზოგადოებას, რათა მათთვის თვალსაჩინო გახდეს დიპლომატთა ცხოვრება და გაწეული სამსახური".

ამ დოკუმენტებში მოიპოვება პირადი მიმოწერები და დიპლომატების არადიპლომატური საქმიანობის ამსახველი ფაქტები.

როგორც ცნობილია, ჟულიან ასანჟიმ ეკვადორის საელჩოს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ამ დრომდე კი ის საელჩოს ტერიტორიაზე ეკვადორის ხელისუფლების “დაცვის ქვეშ” იმყოფება.

სკოტლანდ-იარდის წარმომადგენლის ცნობით, პოლიტიკური თავშესაფრის შეთავაზება ასანჟის ბრიტანული კანონმდებლობის იმ პუნქტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს, რომელიც საგამოძიებო იზოლატორის გარეთ, ანუ შინაპატიმრობის პირობების დარღვევას შეეხება.

ჟულიან ასანჟი შვედეთში სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რომელიც თითქოსდა 2010 წლის აგვისტოში მოხდა. იმავე წლის ნოემბერში შვედმა სამართალდამცავებმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. იგი ლონდონში 2010 წლის დეკემბერში დააკავეს. მას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58