ID ბარათი, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი - გიორგი ვაშაძე

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 18:52

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე facebook- ის საკუთარ გვერდზე ID ბარათებთან დაკავშირებით წმინდა სინოდის დასკვნას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, თუმცა აქვე მთავრობას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალების გამოყენება სთხოვა.

"ჯეონიუსი" გიორგი ვაშაძის  იუსტიციის მინისტრისადმი მიმართვას გთვაზობთ:

"იმედია გაეცნობა წულუკიანი

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

"2012 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები", - წერს ვაშაძე facebook- ზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6