იმერეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორმა გოჩა თევდორაძემ თანამდებობა დატოვა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 19:02

იმერეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორმა გოჩა თევდორაძემ თანამდებობა დატოვა. თევდორაძის განცხადებით,  საკრებულოში ახალი კოალიციის ჩამოყალიბება და "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატების მიერ ახალი პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, გოჩა თევდორაძე თანამდებობაზე დარჩენას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

ქუთაისში ახალი პარტია გასულ კვირას დაფუძნდა. მისი სახელწოდებაა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".

გოჩა თევდორაძე საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი იყო. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44