კონსტანტინ ლებედევი ადასტურებს გივი თარგამაძის მონაწილეობას მასობრივი არეულობის ორგანიზებაში

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 19:00

„მემარცხენე  ფრონტის“  აქტივისტმა  კონსტანტინ  ლებედევმა  კიდევ  ერთხელ დაადასტურა იმ ჩანაწერის ნამდვილობა, სადაც   საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე რუსეთის ოპოზიციას ხვდება. 

როგორც ლებედევის ადვოკატი აცხადებს,  ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია „НТВ“-მ აჩვენა გადაცემაში   "Анатомия протеста-2"(პროტესტის ანატომია - 2) ნამდვილია, გივი თარგამაძე ნამდვილად შეხვდა რუსეთის ოპოზიციონერებს და საუბარიც რეალურად შედგა.

ადვოკატის თქმით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმედოვნებს, რომ მას სასჯელი შეუმსუბუქდება.  

რუსეთის ფედერაციის გამოძიების თანახმად, გივი თარგამაძესა და რუსეთის ოპოზიციას შორის შეხვედრა 2012 წლის ივნისში, ქალაქ მინსკში შედგა.

ლებედევს წაყენებული ბრალდებისთვის 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ხოლო გივი თარგამაძეს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. ამ დროისთვის გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59