პრეზიდენტის დაკითხვა აჟიოტაჟის გარეშე უნდა მოხდეს - გია ხუხაშვილი

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 17:34

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის დაკითხვა უნდა მოხდეს სამართლიანად და ჩატარდეს აჟიოტაჟის გარეშე, რადგან არ შეილახოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

„ისტორიული შეფასება უნდა მივცეთ ყველაფერ იმას, რაც მოხდა, გარდა ამისა, სამართლებრივად თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ესეც უნდა იყოს გამოძიებული. სხვა საკითხია, რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური კომპონენტი, ეს მაქსიმალურად აჟიოტაჟის გარეშე უნდა მოხდეს იმისათვის, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის დაკითხვა შეიძლება მას შემდეგ მოხდეს, რაც მიხეილ სააკაშვილს მთავარსარდლის სტატუსი აღარ ექნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61