პროექტში "გაუღიმე მსოფლიოს" საქართველოც ჩაერთო

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 20:18

პროექტ "გაუღიმე მსოფლიოს" საქართველოც ჩაერთო. პროექტის მიზანია მსოფლიოს 55 ქვეყანაში ყველა ქვეყანამ ასახოს თავის ქვეყნის დამახასიათებელი ღიმილი. საქართველო ამ პროექტში მსახიობებმა ანუნა მდივნიშვილმა და ვატო მდივანმა წარმოადგინა.

პროექტის რეჟისორი ლაშა ბირკაძეა.

როგორც ბირკაძემ "ჯეონიუსს" განუცხადა, მისთვის ეს გადაღება საინტერესო აღმოჩნდა, რადგან წარმოადგინა საქართველო. ასევე რეჟისორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მის გუნდს.

"ჩემთვის საინტერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა. ჩემთვის საამაყოა, რომ წამოვადგენ საქართველოს. ვცდილობდი ამ გადაღებაში გამეკეთებინა ყველაფერი სრულყოფილად, რადგან საქართველო მსოფლიოში წარმოჩნდეს, როგორც მისი ერთ-ერთი ნაწილი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გადამღებ ჯგუფს, ოპერტორს მარიამ მახარობლიძეს და პროექტის მონაწილეებს ანუნა მდივნიშვილს და ვატო მდივანს", - განაცხადა ბირკაძემ.

ამასთან, პროექტში სხვადასხვა ქვეყნის 55 რეჟისორი მონაწილეობს, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იღებენ ქვეყნისთვის დამახასიათებელ ღიმილებს, რის შემდეგაც ყველა ქვეყნის ღიმილი გაერთიანდება და გამოვა ერთი მთლიანი ფილმი, რომელიც გავრცელდება მსოფლიოს მაშტაბით.

ნუგო სოტკილავა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6