\"საქართველოს რკინიგზა“ ზარალის პირველად მონაცემებს აქვეყნებს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 17:04

პირველადი მონაცემებით, მიყენებული ზარალი სამასი ათას ლარს შეადგენს, ზარალის ზუსტი ოდენობა კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი, - ინფორმაციას  "საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის შედეგად საფრთხე არ შექმნია მაგისტრალზე მოძრაობის უსაფრთხოებასა და მოძრაობის განრიგს. სახანძრო და სამაშველო სამსახურებთან ერთად, ოპერატიულად გატარდა შესაბამისი სამუშაოები, რის შედეგადაც ლოკალიზებული და თავიდან აცილებული იქნა ეკოლოგიური თუ სხვა ტიპის საფრთხეები.

“საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სამსახურები გადასულია საგანგებო რეჟიმზე, შექმნილი პრობლემის სრულფასოვანი აღმოფხვრა მოხდება დღის ბოლომდე. მომხდარის მიზეზების დადგენის მიზნით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და მიმდინარეობს შიდა მოკვლევა.

ორშაბათს, 8 აპრილს, დაახლოებით 07:00 სთ-ზე, სადგურ ლილოსთან არსებულ სარკინიგზო ჩიხში, მოძრავი შემადგენლობის მანევრირებისას მოხდა ვაგონების ჯგუფის ლიანდაგიდან აცდენა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59