შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელად 4 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 16:48

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება, ”მომავლის არჩევანი” და საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტი დაარეგისტრირა.

გადაწყვეტილება ორგანიზაციათა რეგისტრაციის შესახებ კომისიამ 7 აპრილის სხდომაზე მიიღო.

2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში დამკვირვებლად ორი საერთაშორისო ორგანიზაცია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი(OSCE/ODIHR) არის რეგისტრირებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45