ირმა ნადირაშვილი საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულების დახმარებას იწყებს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 16:39

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ხალხის დახმარებას იწყებს. ამის შესახებ ნადირაშვილმა „პირველი რადიოს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  "ნაციონალური მოძრაობა" ახალ სქემას სთავაზობს იმ ხალხს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან.

"ნაციონალური მოძრაობა" დაუდგება მათ გვერდზე, რათა მოამზადონ იურიდიული სარჩელები. ისინი ყველა მოქალაქის სასამართლო პროცესს დაესწრებიან და იბრძოლებენ მათი უფლებების დასაცავად.", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და მათ მოუწოდა, დაუკავშირდნენ "თბილისელების ადვოკატს".

ირმა ნადირაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებს მონიტორინგს, თუ რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან, ბოლო ერთი თვის მონაცემები ჯერ არ არის განხილული, თუმცა, მისივე თქმით,  მდგომარეობა საგანგაშოა.

"ჩვენი მონაცემებით, 5000 ადამიანზე მეტია გათავისუფლებული სამსახურებიდან და როდესაც ჩვენ ვინტერესდებით მიზეზებით, ისინი  გვეუბნებიან, რომ მათი  გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58