სევდია უგრეხელიძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს დახმარებას სთავაზობს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 16:20

თბილისის ვიცე-მერი სევდია  უგრეხელიძე  საჯარო  სამსახურებიდან  გათავისუფლებულებს  დახმარებას  სთავაზობს და კონსულტაციებს გაუწევს იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანად არიან სამსახურებიდან დათხოვნილები.

ამის შესახებ სევდია უგრეხელიძემ  „პირველი რადიოს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

უგრეხელიძემ  „თბილისელების ადვოკატის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ამჟამად სამართლებრივ კონსულტაციებს აძლევს იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს სამსახურიდან.

„დღესდღეობით ჩვენ ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ ხდება სამსახურებიდან მოქალაქეების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით. "თბილისელების ადვოკატი" ამ ადამიანებს გაუწევს კონსულტაციას, თუ  როგორ დაიცვან თავიანთ უფლებები სამართლებრივად. ასევე გაარკვევენ, რამდენად საფუძვლიანი მათი განთავისუფლება და შემდგომში შესაბამის მსვლელობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანიზაციებში ან სასამართლოში მისცენენ“, - განაცხადა უგრეხელიძემ და სამსახურიდან გათავისუფლებულებს  მიმართა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართონ მუნიციპალიტეტებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45