შურიანობა ინფარქტს, ეჭვიანობა კი იმპოტენციასა და უშვილობას იწვევს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 15:31

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს. ისინი ხუთი წელი აკვირდებოდნენ ადამიანებს და იკვლევდნენ, თუ რომელი ემოცია მოქმედებს ყველაზე უარყოფითად ჯანმრთელობაზე.

მათ ხუთი ისეთი ემოცია გამოყვეს, რომლებიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი.

ერთ-ერთი და ყველაზე მავნე შური აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, მას ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ შურიან ადამიანებს ყველაზე ხშირად სწორედ ინფარქტი ემართებათ. 

ეჭვიანობასაც არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ის არღვევს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში, რაც მრავალგვარი დაავადების გამოწვევას იწვევს. თუ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებულია და მას ნერვული ფონიც ემატება, ასეთ დროს სერიოზული საფრთხის წინაშე დგება შვილოსნობის უნარი, მამაკაცებში კი იმპოტენციას იწვევს.

თვითკრიტიკულობა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება უდიდეს საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ის აქვეითებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე ზრდის მიდრეკილებას ონკოლოგიური დაავადებებისკენ.

მეცნიერებმა ისიც დაამტკიცეს, რომ თურმე, არც ის ვარგა, გამუდმებით საკუთარი თავი რომ გეცოდებოდეთ, ასეთი გრძნობა ზიანს აყენებს ღვიძლსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. სწორედ ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ.

ხელმომჭირნეობაც არ ჩამორჩა ამ ხუთეულს. მართალია, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც შევიდა სიაში. წუწურაქობა თურმე ყველაზე ხშირად იწვევს ბულიმიასა და ანორექსიას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45