ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 15:08

ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა 145-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს ახალი პოლიტიკა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 2013-2014 სასწავლო წლიდან სახელმძღვანელოები, რომელთა შეძენაც მოქალაქეებს თავად უწევდათ, უფასოდ გადაეცემათ. სასკოლო სახელძღვანელოებს კერძო კომპანიების ნაცვლად, სახელმწიფო დაბეჭდავს და მოსწავლეებს უსასყიდლოდ დაურიგებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ  საშუალო სკოლაში სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58