დევნილებისთვის სახლების მშენებლობის ახალი საპილოტე პროექტი იწყება

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 14:47

შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სამეგრელოში დევნილებისთვის მინიმუმ 30 ინდივიდუალური სახლი აშენდება. სახლების მშენებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დანიის ლტოლვილთა საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრისას განიხილა.

სახლები 2-წლიანი პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს დაახლოებით 15 სახლის აშენებაა დაგეგმილი.

პროექტი პილოტურია, რომლის განხორციელება აპრილის ბოლოდან უნდა დაიწყოს. სამინისტრო ტენდერს ივლისში გამოცხადებს. დონორის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია იმ დევნილთა დახმარება, რომელთაც ნამდვილად არაფერი გააჩნიათ.

როგორც დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელმა პოლ მაკინტოშმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტი კერძო სექტორის დევნილებს შეეხება.

„დანიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს დევნილთა განსახლების პროექტს შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, რომლის ბენეფიციარები იქნებიან კერძო სექტორის დევნილები. ეს იქნება განსახლება და შემოსავლის მომტანი წყაროების ხელშეწყობა. ზუსტად სად აშენდება სახლები - სოფლებში თუ ქალაქებში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პროექტი კერძო სექტორის იმ დევნილებს შეეხება, რომელთაც უძრავი ქონება არ გააჩნიათ",  - აღნიშნა პოლ მაკინტოშმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59