ცისტერნებიდან საწვავის დაღვრა ამ დროისთვის ლოკალიზებულია

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 15:05

ამ დროისათვის სარკინიგზო ავარია, რომლის შედეგადაც სატვირთო მატარებელი თბილისის აეროპორტის ხიდის ქვეშ ლიანდაგიდან გადავარდა და 60-ტონიანი ცისტერნებიდან საწვავი დაიღვარა, ლოკალიზებულია,  - განცხადება გარემოს დაცვის სამინისტრომ გააკეთა. 

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტორები და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეისწავლიან დაბინძურების ხარისხს, რის შედეგადაც გამოითვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენის მიზნით შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები.

ასევე, ავარიის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

დღეს, 8 აპრილს, 07:30 საათზე, მოხდა სარკინიგზო ავარია, რომლის შედეგადაც სატვირთო მატარებელი თბილისის აეროპორტის ხიდის ქვეშ ლიანდაგიდან გადავარდა და 60-ტონიანი ცისტერნებიდან საწვავი დაიღვარა.

შემთხვევის მიზეზი და ზარალის ოდენობა ჯერ არ არის განსაზღვრული.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46