სისხლიანი 9 აპრილიდან ორი წლის თავზე ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 23:54

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში  საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია სასტიკად იქნა დარბეული მოსკოვის კრემლის (უშუალოდ კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს) მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ. სადესანტო შენაერთმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ორლესული სასანგრე ნიჩბები, მომწამლავი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი. ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები (მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი.

თბილისში, პარლამენტის წინ,  სადაც1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა, გმირთა მემორიალი აღიმართა.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გმირების პატივსაცემად, 1991 წლის 9 აპრილს  საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45