საქართველო პოლონელი ტურისტებისათვის საინტერესო ქვეყანაა - ნინო ჯერენაშვილი

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 14:52

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი ნინო ჯერენაშვილი უცხოური ინტერნეტ პორტალის „FINANCIAL“-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება. მისი განცხადებით, 2012 წელს საქართველოს 21.000 პოლონელი ტურისტი ეწვია.

მათი უმრავლეობა ქვეყანას ზაფხულში ეწვია, ხოლო 2013 წლის იანვრიდან პოლონელი ტურისტების რიცხვი 634-ს შეადგენს, თუმცა მისივე თქმით, ტურისტულ სფეროში  ავიაკომპანია WIZZ AIR-ის მხრიდან გაზაფხულიდან დაგეგმილი ავიარეისები, რომელიც რეგულარულ რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან ვარშავასა და კატოვიცეში განახორციელებს, გაზრდის ტურისტთა რაოდენობას, რაც დადებითად წაადგება ქვეყნის ეკონომიკას. 

„საქართველო პოლონელი ტურისტებისათვის არის საინტერესო, როგორც თავისი კულტურული მემკვიდრეობით, ასევე მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით. საერთაშორისო ბაზრობა-გამოფენებში მონაწილეობა და პოლონელი ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა პრესტურების მოწყობა წინაპირობაა საქართველოში უფრო მეტი პოლონელი ტურისტის მოსაზიდად“, - განაცხადა ჯერენაშვილმა.

 

 

ნუგო სოტკილავა

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61