სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 14:31

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეები გაბილ ჯულფაევი და მანსურ ნამაზოვი დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები მარნეულის რაიონის სოფლების სახელწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ.

კერძოდ, აღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობა. რის საფუძველზეც, საჯარო რეესტრში გ. ჯულფაევმა გადაიფორმა 34 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო მ. ნამაზოვმა 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ, მათ თაღლითური გზით დაუფლებული მიწის ნაკვეთები ინდოეთის მოქალაქეებზე გაყიდეს. ჯულფაევმა 88 000 აშშ დოლარად, ხოლო ნამაზოვმა 15 000 ლარად.

აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლის ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5