გიორგი ბარათაშვილის სარჩელზე სასამართლო განაჩენს 15 აპრილს გამოიტანს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 14:01

თბილისის საქალაქო სასამართლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სარჩელზე განაჩენს 15 აპრილს გამოიტანს. ეს გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომაზე მიიღეს, რომელიც არსებით განხილვაში გადაიზარდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც ბარათაშვილმა წინა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიდ იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დღევანდელი მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში, სასამარლომ ჩაიარა კონსტრუქციულად და დაველოდოთ, რა იქნება 15 აპრილს, მე იმედი მაქვს, რომ ჩემი მოთხოვნა დადებითად იქნება გადაწყვეტილი“,  - განაცხდა ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც ის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ბარათაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების პარალელურად, ახალი დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მოითხოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6