თეა წულუკიანი რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 13:27

ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, აგვისტოს ომი ჩვენ თვითონ გამოვიძიოთ და ეს საქმე არ გავხადოთ საერთაშორისო ტრიბუნალზე განსახილველად, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთნ გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

წულურიანის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული რომ საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს, თუმცა შესაძლოა, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი აღარ იყოს. 

"აგვისტოს ომოს გამოძიება არის ჩვენი საერთაშორის ვალდებულება. ჩვენი ვალდებულებაა არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალზე განსახილველი და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ იმ ვალდებულების ფარგლებში, რომელიც გვაქვს. თუ ჩვენ არ აღმოვჩნდით საკმარისად პროფესიონალი, ან საკმარისი პილიტიკური ნება არ გვექნა ამ საქმის გამოსაძიებლად, მაშინ იძულებული ვიქნებით დავემორჩილოთ ჰააგაში მიმდინარე პროცესს და ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრი ასევე განმარტავს, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული საქმის ირგვლივ მჭიდრო კავშირი აქვს თავდაცვის სამინისტროსთან და პრეზიდენტთან ერთად ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც დაიკითხება, ვის მისამართითაც კითხვები არსებობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45