"საქართველოს რკინიგზა“ მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 13:51

"საქართველოს რკინიგზა“ სარკინიგზო ჩიხში მომხდარი ავარიის შესახებ  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ორშაბათს, 8 აპრილს, დაახლოებით 08:30 სთ-ზე, ერთ-ერთ სარკინიგზო ჩიხში  სატვირთო მატარებლის მანევრირებისას მოხდა ავარია. ავარიის შედეგად საფრთხე არ შექმნია მაგისტრალზე მოძრაობის უსაფრთხოებას და გადაადგილების განრიგს. სახანძრო და სამაშველო სამსახურებთან ერთად ოპერატიულად იქნა გატარებული შესაბამისი სამუშაოები, რის შედეგადაც ლოკალიზებული და თავიდან იქნა აცილებული ეკოლოგიური თუ სხვა ტიპის საფრთხეები". 

“საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სამსახურები გადასულია საგანგებო რეჟიმზე და ყველა სახის პრობლემა იქნება დღის ბოლომდე აღმოფხვრილი.

მომხდარის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. დგინდება ზარალის ოდენობა, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6