არასრულწლოვანი პრობაციონერები საპრემიერო ჩვენებას დაესწრნენ

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 13:41

რვა არასრულწლოვანი პრობაციონერი 7 აპრილს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიწვევით, სპექტაკლის „კუკარაჩა“ საპრემიერო ჩვენებას დაესწრო, - ამის შესახებ "ჯეონიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროდან აცნიბეს. 

თეატრის დირექციამ არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები თეატრალურ წარმოდგენაზე მომავალ კვირას, 14 აპრილსაც მიიწვია.

პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის ხშირად მართავს კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც მათ ღირებულებათა გადაფასებასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53