ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვიდა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 13:33

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ეკონომიკური ფორუმის ვაჭრობისა და ტრანზიტთან დაკავშირებულ სესიაზე ნარმანიამ საქართველოში სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს და, შესაბამისად, ტრანზიტისა და საგარეო ვაჭრობის განვითარებას შეუწყოს ხელი.

„გამოსვლაში ხაზი გავუსვი იმას, რომ საქართველო ზოგადად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თვალსაზრისით 57-ე ადგილზეა, ხოლო გზების მდგომარეობით 56-ზე. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, გავაუმჯობესოთ საგზაო ინფრასტრუქტურა და ამით ხელი შევუწყოთ როგორც ტრანზიტის განვითარებას, ისე გლობალური ეკონომიკური ფორუმის ინდექსში საქართველოს ადგილის წინ წაწევას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობის წევრები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. სახელმწიფო ლიდერები რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხზე მსჯელობდენ. მათ, ასევე, შეიმუშავეს გეგმები სამომავლო თანამშრომლობისთვის. აღნიშნულ თემაზე დისკუსია იანვარში დავოსში გამართულ ფორუმზე დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61