მსჯავრდებულთათვის C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავება დაწყებულია

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 13:28

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა 7აპრილს გაიმართა.

პროგრამის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიის, ინფექციების მართვის და ჯანდაცვის ეკონომიკის მოწინავე სპეციალისტები, ასევე HCV ვირუსით ინფიცირებულთა თემის წარმომადგენლები, ხოლო მოგვიანებით პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

პროგრამამ უნდა განსაზღვროს პრევენციული ღონისძიებების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მოცულობა, პაციენტთა შერჩევის კრიტერიუმები და ღირებულება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას C ჰეპატიტის ინფექციის მართვისათვის ესაჭიროება.

C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავება მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და შემდგომში დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს წარედგინება.

პროგრამის შემუშავება მიმდინარეობს ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ მხარდაჭერით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58