\"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს\" გაერთიანების პოლიტიკურ მდივნად არმაზ ახვლედიანი დაინიშნა

ორშაბათი, 08 აპრილი, 2013 - 13:02

მპგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გაერთიანების პოლიტიკურ მდივნად არმაზ ახვლედიანი დაინიშნა, - ამის შესახებ "ჯეონიუსს" პარტიიდან აცნობეს. ახვლედიანის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არმაზ ახვლედიანი „კოალიცია ქართული“ ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 16 თებერვლის რიგგარეშე ყრილობაზე განახლდა და მასში შედიან - ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირინა იმერლიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, მურმან დუმბაძე, ალი ბაბაევი, გივი ჭიჭინაძე, დავით საგანელიძე, უჩა მამაცაშვილი და მანანა კობახიძე. ივანე კიღურაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ავდალიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, ნოდარ ხადური, კახი კალაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, ირაკლი ჟორჟოლიანი (ახალგაზრდული ფრთა), დათო ფაცაცია (ახალგაზრდული ფრთა), პოლიტსაბჭოს მდივნის თანამდებობა უკავია ელისო ჩაფიძეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44